ახალი ამბები
სამგლედ დარჩენილი სოფელი პატარა ყელეთი
პატარა ყელეთში ახლა 5 კომლი ცხოვრობს. მათგან ერთ-ერთი ნოდარ ლომიძის ოჯახია.

ნოდარ ლომიძე სოფლის დატოვებას არ აპირებს, რადგან მას ჰყავს ცხვარი, საქონელი და სოფლის გარეშე ყოფნა არც წარმოუდგენია.

მას მგლების წინააღმდეგ კომბლით და კეტით უწევს გამკლავება.



,,10 მეტრში მოვარდა მგელი, ჩემ თვალწინ გაიტაცა ცხვარი'' - გვითხრა ნოდარ ლომიძემ.

ამბობს, რომ ყველაზე მეტარ სასმელი წყლის პრობლემა დგას სოფელში. იგი საკუთარ წილ წყალს საქონელს უზიარებს.



სოფელს ერთი სათავე ნაგებობა აქვს, საიდანაც მოსახლეობა მარაგდება. ამჟამად, მოსახლეობა მცირეა, თუმცა მცირე დებეტის გამო, წყალს ეკონომიურად ხარჯავენ.



უკვე შეადღეს საქონელი ე.წ. გეჯასთან იცდიდა. ისინი პატრონს ელოდებოდნენ. ცოტა ხანში ნოდარიც გამოჩნდა. საკუთარი სახლისთვის განკუთვნილი წყალი ავზისკენ გადააერთა და ,,გეჯა'' წყლით გაავსო.

ჩვენი მასპინძლის განმარტებით, წყლის რაოდენობა რომ გაიზარდოს, უფრო მეტი საქმის გაკეთება შეიძლება. პირველ რიგში, საყოფაცხოვრებო პირობები გაუმჯობესდება, შემდეგ უკვე საქონლისთვისაც საკმარისი იქნება.

 


Print

სტატიის გამოყენების პირობები