ახალი ამბები
გორის პოლიცია ჩივის, რომ ვერ იმორჩილებდნენ ნასვამ მძღოლს, რომელსაც მართვის მოწმობა არ ჰქონდა
გორის შს სამმართველოს თანამშრომლებმა გამოავლინეს მამაკაცი, რომელიც ავტომანქანას, მათი განცხადებით, ნასვამ მდგომარეობაში მართავდა.

საქმის მასალების მიხედვით, ნასვამი მამაკაცი არ დაემორჩილა პოლიციელთა მოთხოვნას და უარი განუცხადა ალკოჰოლის შემოწმებაზე.

საქმე იმდენად გართულდა, რომ შს სამმართველოს თანამშრომლების რამდენიმე ეკიპაჟის გამოძახება გახდა საჭირო.

სასამართლოში მასალები 48 საათის შემდეგ, 3 იანვარს გადაგზავნეს. ბედობას მომხდარი ფაქტის განხილვა გადაიდო, რადგან მოსამართლე ნინო გერგაული დამატებით მტკიცებულებებს ითხოვს.

პოლიციამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში მიუთითა, რომ მამაკაცი დაჯარიმებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით,.

აღნიშნული მუხლი სწორედ იმ პირის მიმართ გამოიყენება, რომელსაც მართვის მოწმობა არ აქვს, ხოლო ალკოჰოლურ შემოწმებაზე უარს ამბობს.

საქმეს მოსამართლე ნინო გერგაული იხილავს. მისი თანაშემწე არ აკონკრეტებს სავარაუდო დარღვევის ფაქტის ადგილმდებარეობას.
გორის სასამართლოს ცნობით, 1,2 და 3 იანვარს სხვა დანაშაულის არსებობის შესახებ, პოლიციისგან მასალები არ მიუღიათ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები