ახალი ამბები
სურამი - საქასრიას მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
დღეს, 18 საათის მონაცემებით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ 132–კმ 163 (სურამის კვანძი - საქასრია) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

ამის შესახებ საავტომობოლიო გზებვის დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს. განცხადების მიხედვით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა თავისუფალია.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია - აღნიშნულია განცხადებაშ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები