ახალი ამბები
კოდინგის სკოლა 1500 ქალისთვის პროექტის ფარგლებში გორში საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდება
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ქალთა გადამზადების უპრეცედენტოდ მასშტაბური პროექტის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით საინფორმაციო შეხვედრები და პროფესიული ორიენტაციის შეხვედრები იწყება. კოდინგის სკოლა ქალებისთვის ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ქალებისთვისაა განკუთვნილი და მასში მონაწილეობას 1500 კანდიდატი მიიღებს.

ბენეფიციარების გადამზადება Front-End დეველოპმენტის, Back-End დეველოპმენტის, UI/UX დიზაინის, გრაფიკული დიზაინის, ციფრული მარკეტინგის და ციფრული პროდუქტების ტესტირების მიმართულებით მოხდება. რეგიონალური შეხვედრების ფარგლებში, და იმ ვიდეო მასალებით, კანდიდატებს ექნებათ შესაძლებლობა გაიგონ მეტი ინფორმაცია აღნიშნული ტექმიმართულებების შესახებ და სანამ კურსზე რეგისტრაციას გაივლიან, შეძლონ სასურველი კურსის შერჩევა.

პროექტის ფარგლებში, ბენეფიციარების გადამზადება შემდეგი ლოკაციებიდან მოხდება: ახალციხე, ოზურგეთი, გორი და წეროვანის დევნილთა დასახლება, თელავი, ზუგდიდი, გალი, ამბროლაური და ონი, ტყიბული და წალენჯიხა.

საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდება:

გორი - 24 იანვარი 11:00 საათი, გორის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი, 26 მაისის სანაპირო (ლომჭაბუკის სკვერი)

საინფორმაციო შეხვედრაზე დასწრების მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს ბმულზე

ტექნოლოგიების მოდულების პარალელურად გადამზადება მოხდება ინგლისურ ენაში. გაიმართება კარიერული ბუთქემფები და დასაქმების ღონისძიებები, ქვეყნის მასშტაბით ჩატარდება ცნობიერების ასამაღლებელი კამპანია.

ეს გახლავთ ყველაზე მასშტაბური პროექტი, რაც ამ დრომდე საქართველოში ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის განხორციელებულა. ის USAID-ის დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის პროგრამის თანადაფინანსებითა და მხარდაჭერით ხორციელდება.

BTU-ს წამოწყება ითვალისწინებს არა მხოლოდ ბენეფიციარების გადამზადებასა და მათ დასაქმებაში მხარდაჭერას, არამედ რეგიონებში, სერჩეულ სკოლებში სასწავლო და სატრენინგო კომპიუტერული სივრცეების მოწყობასა და სხვა ინიციატივების განხორციელებას.

პროექტში მონაწილეობა სრულიად უფასოა. მონაწილეობა შეუძლიათ 16 წლიდან 40 წლამდე ქალებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები