ახალი ამბები
შსს-ს ცნობით, საგარეჯოში აივნიდან კაცმა რამდენიმე ადამიანი მოკლა
წუხელ საგარეჯოში ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა ყოფილმა სამხედრომ საცხოვრებელი სახლის აივნიდან ეზოში მოკლა 5 ადამიანი, მათ შორის ადგილზე მისული პოლიციელებიდან ერთ-ერთი. დაჭრილია 5 ადამიანი.

შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, სახლის აივნიდან ცეცხლი გახსნა 1974 წელს დაბადებულმა ნ.ა.-მ, რომელმაც ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმის მისვლისთანავე, "ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა“.

შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა დაადასტურა, რომ მამაკაცი შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა 2006-2021 წლებში. დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

ფოტო: რადიო თავისუფლება
Print

სტატიის გამოყენების პირობები