ახალი ამბები
ცხინვალში კუსტარულად დამონტაჟებული გაზის გამათბობლისგან ბებია და შვილიშვილები მოიწამლნენ
ცხინვალში კუსტარულად დამონტაჟებული გაზის დანადგარით ბებია და შვილიშვილები მოიწამლნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მედიის ცნობით, ერთი კვირის წინ, ამავე წესით დამზადებული გამათბობლისგან, საერთო საცხოვრებელში ხანძარი გაჩნდა.

მაშინ ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო დედა და ორი შვილმა დამწვრობა მიიღო. ისინი თბილისის კლინიკებში გადაიყვანეს.

სოციალურ ქსელში ცხინვალში მცხოვრები მოქალაქეები ითხოვენ, რომ შეიქმნას სპეციალური სამსახური, რომელიც ოჯახებში გაზის დანადგრებს შეამოწმებენ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები