ახალი ამბები
მშობელმა გორის #3 სკოლიდან სტრესული გარემოს გამო პირველკლასელი მოსწავლე სხვა სკოლაში გადაიყვანა
გორის #3 სკოლიდან პირველკლასელი მოსწავლე მშობელმა სხვა სკოლაში სტრესული გარემოს გამო გადაიყვანა.

დედამ სკოლის ადმინისტრაციას განცხადებით 2023 წლის 20 იანვარს მიმართა. ბავშვი ამჟამად სწავლას გორის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში აგრძელებს.

როგორც მშობელი გვიყვება, მისი შვილი ახალ სკოლაში იმ ბავშვების გარემოცვაში მოხვდა, რომელთან ერთადაც საბავშვო ბაღში იზრდებოდა. ამდენად, ახალი გარემო შვილისთვის საკმაოდ მისაღები აღმოჩნდა.

რატომ გახდა იძულებული მშობელი ამ ნაბიჯის გადასადგმელად? რა ზომები მიიღო სკოლამ იმისთვის, რომ მესამე სკოლა პირველკლასელი მოსწავლესთვის მისაღები აღმოჩენილიყო?

როგორც მშობელი გვიყვება, ამ საკითხის მოგვარება სკოლისთვის პრიორიტეტი არ აღმოჩნდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ მშობელსა და მასწავლებელს შორის, ინციდენტი მოხდა.

მასწავლებელი დაჟინებით ითხოვდა სხვა სკოლაში ბავშვის გადაყვანას, რასაც მშობელი აპროტესტებდა.

ფაქტზე მოკვლევა სადისციპლინო კომისიამ მხოლოდ მაშინ დაიწყო, როდესაც მშობელსა და პედაგოგს შორის ინციდენტი 2022 წლის ნოემბერში მოხდა.

თუმცა მშობელს ამ დრომდე შედეგები არ აცნობეს.

საკითხისადმი აგდებული და დამამცირებელი დამოკიდებულების გამო, მშობელი იძულებული გახდა ბავშვი სკოლიდან გაეყვანა.

მას შემდეგ, რაც მშობელი სკოლიდან ოფიციალურ დოკუმენტებს (სადისციპლინო კომისიის გადაწყვეტილებას) მიიღებს, დამატებით დეტალებზე ისაუბრებს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები