ახალი ამბები
,,გორი ინნმა'' სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფი ბავშვები ტორტზე დაპატიჟა
შიდა ქართლში მცხოვრებ, სოციალურად დაუცველ და სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფ ბავშვებს ,,გორი ინნმა'' უმასპინძლა.

საზოგადოება "ბილიკის" 60-მდე აღსაზრდელმა ჯერ დაათვალიერა სასტუმრო, შემდეგ კი ოფიციალური გახსნისთვის განკუთვნილი სადღესასწაულო ტორტი, "ინნ ჯგუფის" გუნდთან ერთად გაჭრა.

სასტუმრო ოფიციალურად 21 იანვარს უნდა გახსნილიყო, თუმცა საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის გამო, გადაიდო.



სასტუმრო "გორი ინნ"-ის წარმომადგენლებმა "საზოგადოება ბილიკის" დღის ცენტრებისა და მცირე საოჯახო სახლების აღსაზრდელებს სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში უმასპინძლეს.

"საზოგადოება ბილიკი" მადლობა უხდის "გორი ინნ"- ის წარმომადგენლებს ჩვენი ბავშვების გაბედნიერებისა და დღევანდელი დღის გალამაზებისთვის.

Print

სტატიის გამოყენების პირობები