ახალი ამბები
გორის 67 სკოლიდან სერთიფიცირებულია 40 სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი
საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პროცესი გორის სკოლების დირექტორთა ნაწილსაც შეეხო.

გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, ნანა ტერმაკოზაშვილის ცნობით, 67 სკოლიდან 40 სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი სერტიფიცირებულია.

ამ ეტაპზე ყველა სკოლას დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს:

სერთიფიცირებული 40 დირექტორის მოვალეობის შემსრულებიდან: ,,12 უკვე ორი ვადით იყო არჩეული დირექტორად და იმავე სკოლაში მისი კანდიდატურა ასარჩევად აღარ წარედგინება სამეურვეო საბჭოს.'' - ამბობს ნანა ტერმაკოზაშვილი.

რაც შეეხება 28 სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს: ,,ისინი იყვნენ ერთი ვადით არჩეული და უფლება აქვთ მეორე ვადით ასარჩევად იქნენ წარდგენილი იმავე სკოლაში.''

ნანა ტერმაკოზაშვილი განმარტავს, რომ ყველა სკოლაზე კონკურსს გამოაცხადებს სამინისტრო.

,,როდის? ჯერ არ ვიცი. ჯერ სერტიფიცირების პროცესი უნდა დასრულდეს, რაც გულისხმობს ჯერ გამოცდის შედეგების დადებას, შემდეგ გასაუბრებას.'' - გვითხრა ნანა ტერმაკოზაშვილმა.

განათლების სამინისტროს ცნობით, 22 იანვარს, მთელი ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებდა 49 საგამოცდო ცენტრი. ტესტირებისთვის რეგისტრაცია 3 205-მა დირექტორობის მსურველმა გაიარა, ადგილზე კი 1839 აპლიკანტი გამოცხადდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები