ახალი ამბები
კასპის სოფელ დოესში ხანძრის დროს მარტოხელა მამაკაცი დაიღუპა
ხანძარს ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ დოესში. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო და სამაშველო ბრიგადები.

რუსთავი 2-ის ცნობით, შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია 59 წლის მამაკაცი, რომელიც სახლში მარტო ცხოვრობდა და ცეცხლის გაჩენისას შინ იმყოფებოდა.

რა გახდა ხანძრის გამოწვევის მიზეზი, უცნობია. ახლობლები ამბობენ რომ  დამწვარია ორსართულიანი სახლის პირველი სართული. ცეცხლი კი სავარაუდოდ სიგარეტის ნამწვიდან გაჩნდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები