ახალი ამბები
ვინ იყო მამაკაცი, რომელიც დოესში ხანძრის დროს დაიღუპა
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ დოესში 59-წლის მამაკაცი ხანძრის გაჩენის შედეგად დაიღუპა.

დაღუპულია გოჩა აბრამიძე, რომელიც მარტო ცხოვრობდა.

რას უკავშირდება ხანძარი? ამ ეტაპზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით ცეცხლის გაჩენას (ნივთის დაზიანებას) გულისხმობს. ამ ეტაპზე პოლიცია ხანძრის განზრახ გაჩენის მოტივს გამორიცხავს.

გოჩა აბრამიძის ახლობლები ვარაუდობენ, რომ ცეცხლი ღუმელისგან ან სიგარეტის ნამწვისგან გაჩნდა. ბოლო პერიოდში მამაკაცი ხშირად იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში.

ვინ იყო გოჩა აბრამიძე?

მისი წარსულიდან ისაა ცნობილი, რომ ის იყო ერთ-ერთი ორგანიზატორი იმ ,,ლინჩის სამართლის'', რომელიც 1996 წელს სოფელ დოესში განხორციელდა.

მამ 10-წლიანი პატიმრობა შემთხვევიდან 3 წლის შემდეგ 1999 წელს მიუსაჯეს, როდესაც გადაცემა 60 წუთში დოესში მომხდარი ფაქტი გახმაურდა. დოესის ლინჩის სამართლის გამო მაშინ რამდენიმე პირი დააკავეს. ყველაზე ხანგრძლივი პატიმრობა 2 ადამიანს მიუსაჯეს, მათ შორის, გოჩა აბრამიძეს.

პატიმრობის მოხდის შემდეგ, გოჩა ცხოვრობდა რუსეთში. სოფელში, დაახლოებით 3 წლის წინ დაბრუნდა და დედის გარდაცვალების შემდეგ, მარტო განაგრძობდა ცხოვრებას.

რაც შეეხება ,,ლინჩის სამართლს'', 1996 წელს სოფელ დოესში მამაკაცი დაწვეს. თანასოფლელთა ნაწილმა ის კასპის პოლიციის შენობიდან გაიტაცეს. ,,ლინჩის სამართალი'' სოფლის ცენტრში აღსრულეს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები