ახალი ამბები
კასპის მერია ამტკიცებს, რომ კავთისხევში ნაგვის ურნები განზრახ დაწვეს
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევში 3 ურნა დაიწვა.

ამის შესახებ ინფორმაციას მერია ავრცელებს. პრეს-სამსახურის ცნობით, ნარჩენები მოქალაქეებმა დაწვეს.

,,ეს არ არის პირველი შემთხვევა არამარტო წვავენ - აზიანებენ, ამტვრევენ და ხსნიან სახურავს. სახურავ მოცლილ ურნიდან კი ცხოველები ნარჩენს იღებენ და გარემოს ანაგვიანებენ.'' - აღნიშნულია მერიის განცხადებაში.

პრეს-სამსახურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მერიამ ორი თვის წინ 200 ცალი ახალი ურნა შეიძინა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები