ახალი ამბები
სოფელ ბეთლემში კლუბს რესტავრაცია ჩაუტარდება
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეთლემში კლუბს რესტავრაცია ჩაუტარდება.

ამის შესახებ მერიამ ტენდერი 25 იანვარს გამოაცხადა.

სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაახლოებით 270 000 ლარი გამოიყო.

პროექტი 2022 წელს შეადგინეს. 

აღნიშნულ კლუბში, 2022 წლის 9 ნოემბერს კინოჩვენება მოეწყო, სწორედ, იმ მიზნით, რომ კლუბის რეაბილიტაცია ჩატარებულიყო.


Print

სტატიის გამოყენების პირობები