ახალი ამბები
გორში გურამიშვილის ქუჩის ტროტუარის რეაბილიტაცია ოფიციალურად 20 თებერვალს უნდა დასრულდეს
გორში, 15 იანვრიდან, საფეხმავლო სივრცის რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო.

ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოების ვადა მოიცავს 60 დღეს.

ვადის ათვლა, ხელშეკრულების მიხედვით, 2022 წლის 20 დეკემბრიდან დაიწყო.

ხელშეკრულებაში ვკითხულობთ:

,,სამუშაოს შესრულების ვადა არის 2022 წელში - ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღე, ხოლო 2023 წლში - 30 (ოცდაათი) კალენდარული დღე, ამავე წლის 01 იანვრიდან. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები დაიწყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 (სამი) კალენდარული დღის ვადაში.'' - წერია ხელშეკრულებაში.

როგორც მოსალოდნელია, კომპანია ,,ბილდკინგსი'' ხელშეკრულების ვადის გაგრძელებას მოითხოვს, რადგან მან სამუშაოები 23 დღის დაგვიანებით დაიწყო.

როგორც ირკვევა, კომპანია ,,ბილდკინგსმა'' დაარღვია სამუშაოების დაწყების ვადა. მას სამუშაოები 23 დეკემბერს უნდა დაეწყო, თუმცა 15 იანვრის საღამოს საათებიდან დაიწყო.
პროექტის მიხედვით, ტროტუარზე მოაჯირები დამონტაჟდება და გათვლილია იმაზე, რომ გარემოვაჭრეებმა მუშაობის გაგრძელება ვეღარ შეძლონ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები