ახალი ამბები
მარო და ზაურ ქოქაშვილები


,,გორში კორპუსში მეხუთე სართულზე მაქვს ბინა. იქ რომ მეცხოვრა, ახლა ცოცხალი აღარ ვიქნებოდი. აქ ვარ ჩემთვინ, ვუვლი საქონელს'' - ამბობს 82-წლის დავით ქოქოშვილი, სოფელ იმერლიანთკარიდან.

,,შარშან მოზვერი უნდა გაგვეყიდა. სამი კაცი იყო ამოსული. ერთს თოკით ეჭირა უკვე. წავიდა, წავიდა ეს დეკეული და მივიდა ზაურასთან, მიშველეო. აღარ წაიყვანეს ის მოზვერი'' - იხსენებს დავით ქოქოშვილის მეუღლე - მარო.

დავით (ზაურ) ქოქოშვილი წარმოშობით სოფელ დიდი ყელეთიდანაა. 1990-იან წლებში სახლი მშობლიურ სოფელთან ახლოს, იმერლიანთკარში იყიდა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები