ახალი ამბები
კავთისხევი-ხანდაკის გზის რეაბილიტაცია აპრილში დასრულდება - საგზაო
კასპის მუნიციპალიტეტში, გორი-ზაჰესის საავტომობილო გზის 7,4 კმ მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ამის გამო, გზის გარკვეულ მონაკვეთზე მოძრაობა შეფერხებულია.

როგორც საავტომობილო გზებისა და კომპანია ,,იბოლიას'' შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაშია აღნიშნული, არსებული მონაკვეთი დაზიანებული იყო, მწყობრიდან გამოსული და დაბზარული იყო საფარი.

სამუშაობი მიმდინარეობს სოფ.ზემო ხანდაკისა და სოფ.კავთისხევის მიმდებარე ტერიტორიაზე და 2023 წლის აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.

საავტომობილო გზა იწყება სოფ.კავთისხევის სამხრეთ-დასავლეთით, გაივლის სოფ.კვათისხევს, სოფ.ზემო ხანდაკის მიმდებარე ტერიტორას და მთავრდება სოფ.სასირეთის ჩრდილო-დასავლეთით.

პროექტის მიხედვით, მდ. თეძამზე რკინაბეტონის ხიდი დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაშია და საჭიროებს მცირე მასშტაბით შეკეთების სამუშაოებს.

პროექტის ღირებულებაა 3,5 მლნ ლარი. 

Print

სტატიის გამოყენების პირობები