ახალი ამბები
გორში დაფუძნებული ,,ნეო ტვ'' ახალ ამბებს უკრაინულ ენაზეც გაავრცელებს
საქართველოში მცხოვრები უკრაინული ოჯახები მათ შესახებ ინფორმაციის გაცნობას მშობლიურ ენაზეც შეძლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას გორში დაფუძნებული ,,ნეო ტვ'' ავრცელებს.

უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ერთი წლის თავზე ნეო ტვ-მ მათ “ქალთა ფონდის” მხარდაჭერით, სპეციალური შეხვედრა მოუწყო და ომის შედეგად დაფანტულ ადამიანებს ერთად უმასპინძლა.

შეხვედრაზე მათ სხვადასხვა იდეები გააჟღერეს და ნეო ტვ-სთან აქტიური კომუნიკაციის სურვილი გამოთქვეს. გარდა ამისა, უკრაინიდან ლტოლვილი მოქალაქეები ნეო ტვ-ს ტელეგრამ არხს (NEO TV) შეუერთდნენ, სადაც მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ინფორმაცია პერიოდულად ვრცელდება.

ნეო ტვ-მ შიდა ქართლში მცხოვრებ უკრაინელ მოქალაქეებს 24 თებერვალს უმასპინძლა. ომიდან ერთი წლის თავზე გამართულ შეხვედრაზე მათ კიდევ ერთხელ მოუწიათ იმ მძიმე წუთების გახსენება, რაც საკუთარ ქვეყანაში სიცოცხლის რისკის ფასად გადაიტანეს.

Women's Fund in Georgia ქალთა ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში ნეო ტვ-მ ისინი სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებს შეახვედრა, რომლებიც პირადად გაეცნენ მათ საჭიროებებს და დახმარებაც აღუთქვეს.

შეხვედრაზე გამოკვეთილი პრობლემებიდან ძირითადი სამედიცინო თემებს და ფსიქოლოგიურ ფონს უკავშირდება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები