რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მარტი 2023 »»
2728 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ახალი ამბები
ქარელის მერიას უჩივიან - ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაციის ვადა კიდევ გადაიწევს
ქარელის მერიას კომპანია ,,პროჯექტ კომპანია'' უჩივის. აღნიშნული კომპანია საპროექტო ორგანიზაციას წარმოადგენს და სურს, რომ ქარელის ცენტრალური სტადიონის პროექტი შეადგინოს.

ქარელის მერიის სატენდერო კომისიის ცნობით, საპროექტო კომპანიამ არასრულყოფილი დოკუმენტაცია წარადგინა, კერძოდ, მერიას არ მიაწოდა გამოცდილებისა და ანალოგიური სამუშაოების შესრულების შესახებ გარკვეული ინფორმაცია.

სატენდერო წინადადების მიხედვით, პროექტის შესადგენად 120 000 ლარია გამოყოფილი, რაც იმას ნიშნავს, რომ რეაბილიტაცია საბოლოო ჯამში საკმაოდ ძვირი -1,2 მლნ ლარზე მეტი დაჯდება.

,,პროჯექტ კომპანიის'' განცხადებით, მერიას ყველა სახის ინფორმაცია მიაწოდა და მათთვის გაუგებარია, თუ რატომ მისცეს დისკვალიფიკაცია. როდის დასრულდება დავა, ჯერ უცნობია.

შეგახსნებეთ, ქარელის მერია ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაციას გეგმავს. უკვე დაიწყო საფეხბურთო კლუბის ჩამოყალიბების პროცესი.

მერიის ცნობით, ფეხბურთის ფედერაციის სტანდარტების შესაბამისად სარეაბილიტაციოა: გასახდელები, სტადიონის განათება, ტრიბუნები. მინდორი.

მინდვრის ზომები: სიგრძე - 100 მეტრი, სიგანე-64 მეტრი.

ფოტოზე: ტურნირი ქარელის ცენტრალურ სტადიონზე
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დასაწყისი 19:00 საათზე ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ თეატრის სალაროში
დასაწყისი 19:00 საათზე ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ თეატრის სალაროში
19:16 / 20.03.2023
ტელეკომპანია POშთV-მ დაიწყო მადისკრედიტირებელი კამპანიის წარმოება
იმ ადამიანების წინააღმდეგ,
ტელეკომპანია POშთV-მ დაიწყო მადისკრედიტირებელი კამპანიის წარმოება იმ ადამიანების წინააღმდეგ,
12:06 / 20.03.2023
საგზაო დეპარტამენტის ცნობით, ეს მოხდა კონკრეტულად საერთაშორისო
საგზაო დეპარტამენტის ცნობით, ეს მოხდა კონკრეტულად საერთაშორისო
12:40 / 19.03.2023
ვიდეორეპორტაჟი
,,მთელი ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, რომ მეცხოვრა სოფელში. მყოლოდა საქონელი.
დავით (ზაურ) ქოქოშვილი წარმოშობით სოფელ დიდი ყელეთიდანაა.
პროექტს "ბედნიერი ახალი წელი" სადღესასწაულო ცენტრი ,,დისნეი'' ახორიცელებს გორის
ამ სოფელში მოსახვედრად ბევრი გზის გავლა არაა საჭირო. წრომთან ძალიან ახლოსაა,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.