ახალი ამბები
წიგნი ,,მე აქ ვარ'' - გორის მერიის საჩუქარი მშობლებს
აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მიზნით, გორის მერია მშობლებს წიგნს ,,მე აქ ვარ'' საჩუქრად გადასცემს.

როგორც მერიაში აღნიშნავენ, წიგნები საჩუქრად აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეს გაიცემა.

პროექტის ორგანიზატორია მერიის ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება. აღნიშნული განყოფილება კვირეულის გამართვას აპირებს.

წიგნი ,,მე აქ ვარ'' ეკუთვნის თათია მელაშვილს. იგი 18 წლის აუტიზმის მქონე ბიჭის, ლუკას მშობელია.

თათია, წლების წინ, სხვა რამდენიმე მშობელთან ერთად პირველი შეეჯახა საქართველოში აუტიზმის შესახებ სრულ ინფორმაციულ ვაკუუმს როგორც საზოგადოებაში, ასევე, დიდწილად პროფესიულ წრეებშიც.

ეს წიგნი ამ სირთულეებზე მოგვითხრობს და ემსახურება იმ ახალბედა მშობლების მხარდაჭერას, რომლებიც ახლა იწყებენ ამ რთულ გზას. თავისი ისტორიით ავტორი ცდილობს დაანახოს საზოგადოებას როგორია აუტიზმით ცხოვრება და რამდენად საჭიროა მათი თანადგომა ამ ადამიანებისთვის.
Print

სტატიის გამოყენების პირობები