ახალი ამბები
გორში 6 მარტს ლაშა ღლონტი კონცერტს გამართავს
გორში 6 მარტს ლაშა ღლონტი იმღერებს.

ამის შესახებ გორის მერიის კულტურის ცენტრმა 3750 ლარი გამოყო.

ღლონტის კონცერტი ქალთა და დედის დღეებს მიეძღვნება. კულტურის ცენტრის წარმომადგენელმა ასე დაასაბუთა კონცერტისთვის საჭირო თანხის გამოყოფა:

,,დაგეგმილი ღონისძიება ქალაქისთვის მნიშვნელოვანია, ამიტომ მისი ჩატარება საჭიროებს კომპლექსურ მიდგომას, ვინაიდან გათვალისწინებული უნდა იქნას მრავალი სუბიექტური და ობიექტური ფაქტორი. ქალთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების, ისევე, როგორც ზოგადად სხვა კულტურული ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება, ძირითადად ინტელექტუალურ მომსახურებასთან და ინდივიდუალურ აღქმასთან არის დაკავშირებული. კვალიფიციურ შემსრულებლებთან თანამშრომლობის სპეციფიკიდან გამომდინარე, არჩეული შემსრულებლისთვის საჰონორარო თანხა არის სრულებით მისაღები და რაციონალური.''
Print

სტატიის გამოყენების პირობები