ახალი ამბები
დე-ფაქტო ხელისუფლებამ ლაშა ხეთერელი გაათავისუფლა - მე-7 პატიმრობის შემდეგ
დღეს საღამოს ცხინვალის საპატიმროდან ლაშა ხეთერელი გაათავისუფლეს.

ის გასულ წელს, 2022 წლის იანვარში მეექვსედ იყო დააკავეს. უფრო ადრე ერთწლიანი სასჯელი ამავე ციხეში მოიხადა.

სუს-ის ცნობით, ხეთერელი ამჯერად მეშვიდე პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

ლაშა ხეთერელი შაუმიანის დევნილთა დასახლებაში 2008 წლის ომის შემდეგ ცხოვრობს. რადიო თავისუფლების ცნობით, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში, ქალაქ ცხინვალში მას ნათესავები ჰყავს და იქ მათ მოსანახულებლად პერიოდულად გადადის ხოლმე. თუმცა მისი სასჯელი ე.წ. საზღვრის არაერთხელ დარღვევის გამო იზრდება.

ხეთერელის დღევანდელ გათავისუფლების შესახებ სუსმა ინფორმაცია გაავრცელა:

,,ხეთერელის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახორციელებდა მუდმივ კომუნიკაციას ცხელი ხაზის მეშვეობით. აღნიშნულ პროცესში უშუალოდ იყვნენ ჩართული საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები. ლაშა ხეთერელის უკანონო დაკავებისა და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხს ცენტრალური ხელისუფლება რეგულარულად აყენებდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატებში გამართულ შეხვედრებზე.'' - აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები