ახალი ამბები
გორში დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა კრიტიკულია - ექიმი
,,პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია, შემოიყვანეს მრავლობითი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით, ჩატარდა 6 საათიანი ოპერაცია, ამ ეტაპზე რჩება მძიმედ" - ზურაბ ნადირაშვილი, გორის სამხედრო ჰოსპიტლის ექიმი.

გორში გუშინ ორ მამაკაცს ესროლეს, ერთი მამაკაცი დაიღუპა, ერთი კი დაიჭრა.

გორში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე შსს განცხადებას ავრცელებს

დაკავებულია 1991 წელს დაბადებული ნ.ს. განზრახ მკვლელობისა და განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა გორში, ურთიერთდაპირისპირებისას, 1990 წელს დაბადებულ ი.კ. და 1996 წელს დაბადებული ვ.ღ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა. მიღებული ჭრილობების შედეგად, ი.კ. გარდაიცვალა, ხოლო ვ.ღ. საავადმყოფოშია მოთავსებული, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

განზრახ მკვლელობისა და განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით მიმდინარეობს.

დანაშაულები 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები