ახალი ამბები
ცხინვალში სროლისას დაჭრილი 5 წლის ბავშვი თბილისში გადაიყვანეს
ცხინვალში სროლისას დაჭრილი ბავშვი თბილისში გადაიყვანეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ,,ეხო კავკაზა'' ავრცელებს. ცხინვალელი ექიმების ინფორმაციით, ბიჭის მდგომარეობა სტაბილურია.

"გონს მოეგო და შოკის მდგომარეობიდან გამოვიდა", - ამბობს ცხინვალის რესპუბლიკური სამედიცინო ცენტრის ბავშვთა ქირურგი ლუიზა ჯიოევა. მისი თქმით, როდესაც ის საავადმყოფოში შეიყვანეს, ბიჭის მდგომარეობა მძიმე იყო, თუმცა ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს მისი სიცოცხლის გადასარჩენად.

"ბავშვს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა მუცლის არეში აღენიშნებოდა ღვიძლის, მსხვილი და წვრილი ნაწლავების დაზიანებით, ასევე მარჯვენა წინამხრის ძვლების მოტეხილობით", - განაცხადა ქირურგმა.

შეგახსნებეთ, გუშინ ცხინვალის ერთ-ერთ ქუჩაზე მამაკაცს, რომელიც მანქანაში ოჯახთან ერთად იმყოფებოდა, იარაღიდან ესროლეს. მამაკაცი ადგილზე დაიღუპა. ეჭვმიტანილი მილიციას ჩაბარდა და განაცხადა, რომ დანაშაული პირადი მოტივებით ჩაიდინა.




 

Print

სტატიის გამოყენების პირობები