ახალი ამბები
ივ. ჯავახიშვილის მუზეუმს გადაერიცხება საფოსტო მარკის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხის ნაწილი
ივ. ჯავახიშვილის მუზეუმი მიიღებს იმ თანხის ნაწილს, რომელიც საფოსტო მარკის რეალიზაციის შედეგად გროვდება.

საუბარია იმ საფოსტო მარკებზე, სადაც ივანე ჯავახიშვილის ფოტოა გამოსახული.

ამ საკითხზე დღეს მუზეუმში შეხვედრა გაიმართა.

თანხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციას მოხმარდება.

მემორანდუმს ხელი კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, შპს "საქართველოს ფოსტის" გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ და კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ "ბიბლიოთეკებისა და მუზეუმების გაერთიანების" დირექტორმა ეთერ ჩადუნელმა მოაწერეს.

ივ. ჯავახიშვილის მუზეუმი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში მდებარეობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები