ახალი ამბები
ერგნეთში 111-ე შეხვედრა იმართება
ოკუპირებული ცხინვალის მოსაზღვრე სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფების 111 ე შეხვედრა იმართება.

სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის, ირაკლი ანთაძის თქმით, განიხილება უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების საკითხებიც.

მისი თქმით, ამჟამად პატიმრობაში იმყოფება ე.წ. საზღვართან დაკავებული საქართველოს 5 მოქალაქე. მათ შორის პატიმრობაში იმყოფება ყოფილი სამხედრო მამუკა ჩხიკვაძე.

იანვრიდან დღემდე დაფიქსირდა 6 უკანონო ბორდერიზაცია და ამჟამად პატიმრობაში 5 ადამიანი იმყოფება- განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის ფორმატთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ამოქმედდა. პროცესს ევროკავშირის ეუთოსა და გაეროს წარმომადგენლები ხელმძღვანელობენ.

დღევანდელ შეხვედრას პირველად ესწრება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალი ხელმძღვანელი საქართველოში დიმიტრიუს კარაბალისი
Print

სტატიის გამოყენების პირობები