ახალი ამბები
გორის ცენტრში ერთ-ერთი პრორუსული ორგანიზაციის ოფისი დაიხურა
გორის ცენტრში ერთ-ერთი პრორუსული ორგანიზაციის ოფისი დაიხურა.

ალტ-ინფოს მიერ დაფუძნებული ,,კონსერვატიული მოძრაობის'' ოფისის ფანჯებიდან აბრები უკვე ჩამოხსნეს.

ოფიციალური მიზეზი ქირის გადაუხდელობაა, თუმცა პრორუსულ ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ოფისს სხვაგან გახსნიან - კერძო სახლში თუ ნაქირავებ ფართში, ეს ამ ეტაპზე უცნობია.

გამოცემა jam-news-ის ცნობით, ჯგუფი სახელწოდებით “ალტ-ინფო” საქართველოში 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში გამოჩნდა, ოფიციალურად კი, შპს „ალტ-ინფო“ , საჯარო რეესტრში 2019 წლის 28 იანვარს დარეგისტრირდა.

2022 წელს პარტიამ ოფისები გახსნა დაიწყო რეგიონებში. სახელმწიფო აუდიტის მონაცემებით, ერთ თვეში, 2022 წლის 16 თებერვლიდან 21 მარტამდე პერიოდში, პარტიამ, 96 პირისგან 93 035 ლარის შეწირულობა მიიღო.
Print

სტატიის გამოყენების პირობები