ახალი ამბები
სამოქალაქო პროტესტი პარლამენტთან რუსული შინაარსის კანონპროექტების წინააღმდეგ
სამოქალაქო პროტესტი პარლამენტთან რუსული შინაარსის კანონპროექტების წინააღმდეგ.

დღეს, 6 მარტს, პარლამენტში დაგეგმილი ბიუროს სხდომა გადაიდო.

დღევანდელ ბიუროზე "უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტი უნდა გასულიყო, რომლის განხილვაც იურიდიულ კომიტეტზე ამ დრომდე გრძელდება.

კომიტეტის პარალელურად პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს, სადაც რუსული კანონპროექტის განხილვას აპროტესტებენ.

ბიუროს სხდომა ხვალ, 7 მარტს, დილით გაიმართება, სადაც, სავარაუდოდ, გადაწყდება, როდის გავა პლენარული სესიის სხდომაზე კანონპროექტი პირველი მოსმენით კენჭისყრაზე.

იურდიულ საკითხთა კომიტეტზე "უცხო აგენტების შესახებ" კანონპროექტებს განიხილავენ, რომლითაც საპარლამენტო უმრავლესობას — "ოცნებას" და "ხალხის ძალას", სურთ, საქართველოში "აგენტად" გამოაცხადონ დამოუკიდებელი მედია და არასამთავრობო სექტორი, ისევე, როგორც ეს რუსეთში მოხდა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები