ახალი ამბები
,,თაობას, რომელიც 2007 წელს ოთხი წლისა იყო, ვერაფერს წამოაძახებ.'' - გორის რესურსცენტრის ხელმძღვანელი
,,თაობას, რომელიც 2007 წელს ოთხი წლისა იყო, ვერაფერს წამოაძახებ. ეს ჩემი შვილების თაობაა'' - ამ ფრაზით გამოხატა თავისი სათქმელი გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ტერმაკოზაშვილმა.

რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ეს ფრაზა, ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის, გიორგი კეკელიძის ვრცელი პოსტის გაზიარების შემდეგ, გამოიყენა.

მან სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქში'' დღეს გაავრცელა. დღეს, ორდღიანი ფართომასშტაბიანი და განსაკუთრებით ახალგაზრდების პროტესტის შემდეგ, დღეს 10 მარტს, პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტს მეორე მოსმენით უყარა კენჭი და ჩააგდო. კენჭისყრის შედეგებით, ერთი მომხრე და 35 წინააღმდეგი იყო.

მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა პარლამენტის მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას. კანონპროექტი უცხოეთის გავლენის აგენტად დარეგისტრირებას ავალდებულებდა არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს, რომელთა დაფინანსების დიდი ნაწილი (მინიმუმ 20%) უცხოეთიდანაა მიღებული.
Print

სტატიის გამოყენების პირობები