ახალი ამბები
გორის თეატრი დგამს სპექტაკლს - "ქეიფი სოლოლაკში"
გორის თეატრი დგამს სპექტაკლს ,,ქეიფი სოლოლაკში''. როგორც მსახიობი კობა კოპაძე აანონსებს, გორელი მაყურებელი სპექტაკლს მალე ნახავს.

პიესა შექმნილია ნოდარ მაჭარაშვილის მოთხრობის - ,,ქეიფი სოლოლაკში" მიხედვით.

მოვლენები ასახავს საქართველოს ოკუპაციის შემდგომ პერიოდს, კერძოდ, ბოლშევიკების მიერ 1923 წელს კოტე აფხაზის და მისი თანამებრძოლების დახვრეტის ამბავს.

1923 წლის თებერვალში ჩეკისტებმა დააპატიმრეს გენერალი კონსტანტინე აფხაზი და მისი თანამებრძოლები - სამხედრო ცენტრის სხვა 14 წევრი, ეგრეთწოდებული "შეთქმულები". ისინი დახვრიტეს თბილისში, დღევანდელი ვაკის პარკის ტერიტორიაზე. პიესაში აღწერილია "შეთქმულთა" ბოლო დღე.

სამხედრო ცენტრის განეიტრალება ე.წ. "ჩეკამ" გამცემლობის შედეგად შეძლო.

კოტე აფხაზი იყო საზოგადო, პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე, 1921-1923 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის წევრი და სამხედრო ცენტრის ხელმძღვანელი.




ფოტოების ავტორი: მსახიობი კობა კოპაძე
Print

სტატიის გამოყენების პირობები