ახალი ამბები
გორის თეატრის გარშემო დამცავი ბადეები დაამაგრეს
გორის თეატრის გარშემო დამცავი ბადეები დაამაგრეს.

ოფიციალური ინფორმაციით, ბადეები მოქალაქეების უსაფრთხოების მიზნით გაკეთდა, რადგან კედლებიდან ცვივა ,,ბათქაში'' და არსებობს ფილების ჩამოვარდნის საფრთხეც.

თუმცა, არაოფიციალური ინფორმაციით, გარეფლიგელებზე მოქალაქეები ბუნებრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად მიდიან.

ჯერ კიდევ 2022 წლის აპრილში, გორის თეატრში კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი იმყოფებოდა. მინისტრმა აღნიშნა, რომ იმ უმძიმესი ინფრასტრუქტურული პრობლემებიდან გამომდინარე, რაც გორის თეატრის წინაშე დგას, კულტურის სამინისტრო მოიძიებს შესაბამის თანხებს და ყველა ძალისხმევას გასწევს იმისთვის, რომ მიმდინარე წელს დააფინანსოს გორის თეატრის რეკონსტრუქციის პროექტის შექმნა, ხოლო უკვე მომდევნო წლებში მიმდინარე წელს შექმნილი პროექტის შესაბამისად განხორციელდეს ამ უდიდესი ტრადიციების მქონე თეატრის შენობის რეაბილიტაცია, რათა იგი გადარჩეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები