ახალი ამბები
გორელ გოგონას ძმამ ღვიძლი უნდა გადაუნერგოს - თურქეთის კლინიკაში 45 000 დოლარი ჭირდებათ
გორში მცხოვრები გიორგი მელაძე საკუთარი დის დონორი აღმოჩნდა. 19 მარტს ის დასთან ერთად თურქეთში მიფრინავს ღვიძლის გადასანერგად, ამისათვის, ოჯახს 45 000 დოლარი ჭირდება.

,,ჩემს დას საწრაფოდ ესაჭიროება ღვიძლის გადანერგვა თურქეთის კლინიკაში, 18 წლისაა ჯავახიშვილის სტუდენტია, წელს ჩააბარა და ძალიან უნდა სწავლის გაგრძელება. თქვენი დახმარების იმედი გვაქვს. ერთი დადებითი ისაა, რომ დონორად მე გამოვდექი და მე უნდა გადავუნერგო ღვიძლი.'' - წერს გიორგი მელაძე.

და-ძმა თურქეთში 19 მარტს მიფრინავს:

,,ჩვენ არ გვაქვს საშუალება 45 000 დოლარის შოვნის. ძალიან დიდი თანხაა, ამიტომ მჭირდება თქვენი დახმარება თითო ლარიც კი მნიშვნელოვანი ჩვენთვის, ამიტომ ძალიან გთხოვთ გულთან მიიტანეთ ჩვენი გაჭირვება და მაქსიმალურად დაგვეხმარეთ, არც ღმერთი და არც ჩემი ოჯახი ამ სიკეთეს არ დაგივიწყებთ'' - წერს გიორგი მელაძე.




თი ბი სი. ბანკი GE11TB7213445061100103
საქ.ბანკი GE38BG0000000543458728

მიმღები: ზვიად მელაძე
Print

სტატიის გამოყენების პირობები