ახალი ამბები
გორის მერიის ცნობით, სტალინის მოყვარულ ბიზნესმენს საკალმახე ავზი უნებართვოდ ჰქონდა აშენებული
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბაში ბიზნესმენი ბორის მდინარიძე 1000 ლარით დააჯარიმეს.

ჯარიმა გორის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა გამოწერა. სამსახურის ცნობით, მშენებლობადამთავრებულ ობიექტზე საკალმახე ავზი უნებართვოდ იყო აშენებული.

ეს ის ბიზნესმენია, რომელმაც 2023 წლის თებერვალში სტალინის ბანერი დადგა.

როგორც მერიიდან გვაცნობეს, დაჯარიმების ფაქტი იმაზე ადრე მოხდა, ვიდრე ბიზნესმენი სტალინის ბანერს დაამაგრებდა.

როგორც ჩვენ მოვიკვლიეთ, ბანერი სახელმწიფო მიწაზე იყო განთავსებული და მასალები გამოვაქვეყნეთ. რამდენიმე დღეში, ბიზნესმენმა ბანერი ღობის შიგნით გადაიტანა.

ამავე თემაზე:

საჯარო რეესტრის მიხედვით, გორის სოფელ ახალდაბაში სტალინის ბანერი სახელმწიფოს ტერიტორიაზეა დადგმული
Print

სტატიის გამოყენების პირობები