ახალი ამბები
გაგლოევმა პუტინი ცხინვალში დაპატიჟა
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტ ალან გაგლოევს შეხვდა.

ამის ამსაველი ვიდეობი ოსურ საინფორმაციო სააგენტოებზე გავრცელდა.

ალან გაგლოევმა ვლადიმერ პუტინი ცხინვალში მიიწვია:

"წელს ჩვენ რუსეთის ფედერაციის მიერ სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის 15 წლისთავს აღვნიშნავთ. ვისარგებლებ შემთხვევით და გიწვევთ სამხრეთ ოსეთში, როგორც ყველაზე საპატიო სტუმარს. თქვენ ადგილზე ნახავთ სახმრეთ ოსეთის მოსახლეობის თბილ და მადლიერ დამოკიდებულებას თქვენდამი." - უთხრა გაგლოევმა პუტინს.

დათანხმდა თუ არა რუსეთის პრეზიდენტი, ამის შესახებ ჯერ ცნობილი არაა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები