ახალი ამბები
ხაშურში არასრულწლოვანი შვილის ცემისთვის მშობელს 400-საათიანი იძულებითი მუშაობა მიუსაჯეს
ხაშურში არასრულწლოვან შვილის ცემისთვის მშობელს საზოგადოების სასარგებლოდ 400-საათიიანი შრომა მიუსაჯეს.

ამის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლემ 2023 წლის 27 თებერვალს მიიღო.

გადაწყვეტილების მიხედვით, ადგილი ჰქონდა ოჯახში ძალადობას, ხოლო ბრალდებული წარსულში აღნიშნულ საქმეზე ერთხელ უკვე იყო მსჯავრდებული.

ხაშურის პროკურორის განმარტებით:

,,საცხოვრებელ სახლში, მშობელმა იძალადა თავის არასრულწლოვან შვილზე, მოზარდზე, კერძოდ, მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდეგაც მოქაჩა თმა და ფეხი დაარტყა მუცლის არეში. ჩადენილი ძალადობის შედეგად არასრულწლოვანმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.'' - აღნიშნულია პროკურორის საბრალდებო სიტყვაში.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები