ახალი ამბები
ბრეთი-დირბის გზაზე ავარიას 1 მამაკაცი ემსხვერპლა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრეთში ავარია მოხდა.

ერთმანეთს რამდენიმე მანქანა შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 მამაკაცი დაიღუპა.

როგორც დირბის წარმომადგენელმა გვითხრა, დაღუპულია დირბელი მამაკაცი, დაშავდა 3 ადამიანი.

როგორც დირბის წარმომადგენლმა გვითხრა, შემთხვევა უშუალოდ ბრეთის ტერიტორიაზე მოხდა:

,,როგორც მაცნობეს, ბრეთის ტერიტორიაზე მოხდა. ეს ბიჭები 35-დან 40 წლამდე არიან. სამწუხაროდ, ერთი გარდაიცვალა'' - გვითხრა სოფლის წარმომადგენელმა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები