ახალი ამბები
რიკოთის უღელტეხილზე სოფელ ვეტყვიჭალასთან მიწის მასა ჩამოიშალა
სოფელ ვერტყვიჭალასთან მთის ფერდიდან ჩამოვიდა მიწის მასა (შვავი), რომელმაც გამოიწვია საავტომობილო გზის ჩაკეტვა

საგზაო დეპარტამენტის ცნობით, ეს მოხდა კონკრეტულად საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 161-ე კმ მონაკვეთზე

,,ამ დროისათვის, გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, ხოლო მოძრაობა გადართულია ვერტყვიჭალის კვანძის მიმართულებაზე. მოცემულ ეტაპზე, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე საავტომობილო მიმოსვლა შეუფერხებლად ხორციელდება'' - აღნიშნულია საგზაო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული განცხადებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები