ახალი ამბები
სამუშაოების 10-დღიანი დაგვიანების გამო გორის მერმა კომპანიასთან ხელშეკრულება გაწყვიტა
გორში, ანტონოვისა და სააკაძის ქუჩების რეაბილიტაციის მიზნით, ტენდერი მეორედ გამოცხადდა.

ამჟამად, საგზაო სამუშაოებს კომპანია ,,საგზაო სამშენებლო სამმართველო #1'' ასრულებს. ხელშეკრულების მიხედვით, ტენდერის ღიდებულება 782 500 ლარია.

როგორც ირკვევა, გორის მერმა პირველი ტენდერი თავად ჩაშალა, რადგან სხვა კომპანიას სამუშაოები, ხელშეკრულების დადებიდან 10 დღის შემდეგ, დაწყებული არ ჰქონდა.

პირველი ტენდერი მოგებული ჰქონდა ,,ელიტ ბილდერ გრუპს''. აღნიშნულ კომპანიას სამუშაოები 2022 წლის 3 სექტემბერს უნდა დაეწყო.

მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები შესამოწმებლად 2022 წლის 12 სექტემბერს მივიდნენ. 12 სექტემბერს სამუშაოები არ იყო დაწყებული.

იმავე დღეს ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვით, ,,კომპანია ელიდბილდერგრუპსთან'' ხელშეკრულება გაუქმდა.

..ელი ბიდლერ გრუპთან'' გაფორმებული ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 638 000 ლარს.  სხვაობა დაახლოებით 145 000 ლარი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები