ახალი ამბები
ერთაწმინდაში სახლი, სადაც ხანდაზმული ცოლ-ქმარი ცხოვრობდა, დაიწვა
ერთაწმინდაში სახლი, სადაც ხანდაზმული ცოლ-ქმარი ცხოვრობდა, დაიწვა.

როგორც კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი ჯემალ ბროლაძე აცხადებს, ხანძრის გამოწვევი მიზეზი, სავარაუდოდ ანთებული ღუმელი ან სხვა გარემოება გახდა.

,,ეს ცოლ-ქმარი სოფელში მარტო ცხოვრობს. როგორც ვარაუდობენ, რაღაც დარჩათ ანთებული და ამიტომ დაიწვა სახლი. თვითონ გადარჩნენ, კარგად არიან. შვილიშვილებმა წაიყვანეს დროებით. ჩვენ, მაქსიმალურად ვეხმარებით, რაც გათვალისწინებულია, აუნაზღაურდება'' - ამბობს სოფლის წარმომადგენელი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები