ახალი ამბები
,,საჭიროა გზის გასწორება და ტროტუარები'' - როგორ ავაცილოთ უფლისციხის კაფე-რესტორნებს ნიაღვარი
საგზაო დეპარტამენტის ცნობით, უფლისციხეში, იმ გზაზე, სადაც რესტორნები და კვების ობიექტები მდებარეობს, საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება.

ამის შესახებ იმ ხელშეკრულებაშია აღნიშნული, რომელიც საგზაო დეპარტამენტსა და კომპანია ,,ბი ემ სის'' შორის დაიდო.

დაახლოებით 1 მლნ ლარი დაიხარჯება იმისათის, რომ 800 მ მანძილზე საბოლოოდ აღმოიფხვრას ნიაღვრისგან მიყენებული ზიანის საშიშროება.

ორი წლის წინ, უფლისციხეში, ძლიერმა წვიმამ ხევებიდან წყლის დიდი მასის გამოვარდნა და ნიაღვრი გამოიწვია. ნიაღვარმა დააზიანა როგორც საგზაო ინფრასტრუქტურა, ასევე რესტორნებიც.

საგზაო დეპარტამენტმა მოკვლევა ჩაატარა და დაადგინა:

,,გზის მარცხენა მხარეს გვხვდება კაფე-რესტორნები, გზის ორ მოკაკვეთში გვხვდება ხევები, საიდანაც ჩამონადენი ნალექი ილექება გზაზე, ვინაიდან გზას არ გააჩნია წლის მოსაცილებელი არანაირი ნაგებობა, ხოლო ერრთადერთი მილი გაბიდნული და დაზიანებულია, იმავე ნიშნულზე მისი დასმის შემთხვევაშიც კი ვერ მოახერხებს მოსული ნალექის გატარებას.

საგზაო დეპარტამენტის ცნობით, არსებული სანიაღვრე სისტემა მნიშვნელოვნად ზღუდავს ტრანსპორტისა და ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხო გადაადგილების საშუალებას.

,,გარდა ამისა პრობლემას წარმოადგენს გზის გრძივი პროფილი, რომელიც საჭიროებს რიგ შემთხვევებში გასწორებას (გასწორხაზოვნებს). არსებული გზის მიწის ვაკისის სიგანე შეადგენს 7.0 მ-ს. გზას ყოველდღიურად სტუმრობს ასობით ტურისტი, რომელთაც კაფე-რესტორნებამდე მისვლა უწევს სავალი ნაწილის ფარგლებში, რაც თავისთავად საფრთხეს წარმოადგენს როგორც ქვეითთა ასევე ავტომობილით მოსიარულეთათვის.'' - აღნიშნულია საგზაო დეპარტამენტის სამსახურის ახსნა-განმარტებაში.

სააგენტო კომპანიას ურჩევს, რომ საგზაო სამუშაოების დაწყებამდე საჭიროა მონაკვეთში არსებული ა/ბეტონის საფარის ფრეზირება, დასაწყობება შემდგომი გამოყენებისთვის, დაზიანებული რკინაბეტონის მილის დემონტაჟი, დაშლა და გატანა ნაგავსაყრელზე. 

Print

სტატიის გამოყენების პირობები