ახალი ამბები
ქარელის მერიას ,,პროჯექტ კომპანის'' მიმართ სატენდერო ნორმების დარღვევა დაუდგინდა
ქარელის მერიას ,,პროჯექტ კომპანის'' მიმართ სატენდერო ნორმების დარღვევა დაუდგინდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება შესყიდვების სააგენტომ 9 მარტს მიიღო.

შესყიდვების სააგენტოს გადაწყვეტილებით, ქარელის მერიას დაევალა ახალი გადაწყვეტილების მიღება. შესყიდვების სააგენტოს ცნობით, ქარელის მერიამ სხდომაზე არგუმენტირებულად ვერ იმსჯელა და ვერ დაასაბუთა თებერვლის გადაწყვეტილება.

ქარელის მერიამ ,,პროჯექტ კომპანიას'' დისკვალიფიცია 2023 წლის თებერვალში მისცა. როგორც გაირკვა, - სატენდერო ნორმების დარღვევით.

თებერვალში შედგენილი ოქმის მიხედვით, ,,პროჯექთ კომპანიას'' არ ჰქონდა 2 მლნ ლარის ღირებულების მოცულობის სამუშაოებთან დაკავშირებით, შესაბამისი გამოცდილება.

,,პროჯექტ კომპანიმ'' მერიას შესყიდვების სააგენტოში უჩივლა. საჩივრის განხილვისას, ,,პროჯექთ კომპანიმ'' აღნიშნა, რომ მას ჰქონდა 2მლნ ლარის ღირებულების ობიექტებზე შესაბამისი გამოცდილება.

ამ სხდომაზე, ქარელის მერიამ ახალი არგუმენტი წამოაყენა. კერძოდ, ,,პროჯექტ კომპანიის'' გამოცდილება არა თუ სტადიონებთან დაკავშირებით, არამედ მხოლოდ საგზაო ინფრასტრუქტურის კუთხით ჰქონდა. შესყიდვების სააგენტოს განმარტებით, ეს ახალი გარემოებაა და ამაზე მერიამ თავისივე კომისიის სხდომაზე უნდა იმსჯელოს ახალი გადაწყვეტილების მიღებისას.

ქარელის მერია 2023 წლის 17 მარტს ხელახლა შეიკრიბა და იმსჯელა ,,პროჯექტ კომპანისთან'' დაკავშირებით. სატენდერო კომისიამ არ შეცვალა თებერვლის გადაწყვეტილება და ძალაში დატოვა დისკვალიფიკაცია იმ მოტივით, რომ საპროექტო ორგანიზაციას არ ჰქონდა გამოცდილება უშუალოდ სტადიონების პროექტებაში.

2023 წლის 23 მარტს, ქარელის მერიამ ცენტრალური სტადიონის პროექტის შესადგენად ,,დოდო რიბაკოვი უტა'' მიიწვია. ტენდერის ღირებულებაა 120 000 ლარი.

განმარტება: სტატიის წინა ვერსიაში აღნიშნული იყო, რომ მერიამ განმეორებით განხილვის დროს, ხელშეკრულების გასაფორმებლად მიიწვია მის მიერვე დისკვალიფიცირებული ,,პროჯექტ კომპანი'', რაც არასწორი ინფორმაცია იყო.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები