ახალი ამბები
გორში ,,ბრიტანული სტილის დებატების ჩემპიონატი'' დასრულდა


გორში, ბრიტანული საპარლამენტო სტილის დებატების ჩემპიონატი დასრულდა.

გამარჯვებული წყვილი მარიამ ფალელაშვილი და ელენე ტერტერაშვილი ევროპაში, ახალგაზრდულ პროექტში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრებიან.

„დებატების ჩემპიონატში“ 60 - მდე 14 - დან 25 წლამდე ახალგაზრდა იღებდა მონაწილეობას.



პროექტი მიზანად ისახავდა გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ანალიტიკური, კრიტიკული და საკომუნიკაციო უნარების განვითარებასა და დებატის კულტურაში დახელოვნებას.

„დებატების ჩემპიონატი“ ორგანიზაცია “გორის ახალგაზრდულმა ცენტრმა” გორის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდული პროექტების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში განახორციელა.



Print

სტატიის გამოყენების პირობები