ახალი ამბები
გორში კომბინატის დასახლებაში კორპუსის სხვენში მამაკაცის ცხედარი ნახეს
გორში, კომბინატის დასახლებაში, კორპუსის სხვენში, სადეზინფექციო სამუშაოების დროს, მამაკაცის ცხედარი ნახეს.

როგორც კორპუსში მცხოვრებლები ამბობენ, მამაკაცს ბინა არ ჰქონდა და ღამით სხვენში რჩებოდა. სადეზინფექციო სამსახური კი მას შემდეგ გამოიძახეს, რაც მოსახლეობა სუნმა შეაწუხა.

,,დაახლოებით 45 წლამდე ასაკის მამაკაცი იყო. აქ მოდიოდა ხოლმე და სახურავზე რჩებოდა. არ ჰქონდა სახლ-კარი. ბიჭი დაკავებული მყავსო - ამბობდა. კარგი აღარ ჩანდა. ვიფიქრეთ, წავიდა ან სოფელში ან სადმე. დღეს სადეზინფექციო სამსახური მოვიდა. სუნის გამო ზემოთა სართულის ხალხმა გამოიძახა. დეზინფექციის დროს ნახეს, უკვე გახრწნის პროცესში იყო ცხედარი'' - გვითხრა კორპუსის ერთ-ერთმა მცხოვრებმა.

შს სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, პოლიციამ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო.

Print

სტატიის გამოყენების პირობები