ახალი ამბები
გორში გურამიშვილის ქუჩის ტროტუარების რეაბილიტაცია ზაფხულამდე დასრულდება
გორში გურამიშვილის ქუჩის ტროტუარების რეაბილიტაცია ზაფხულამდე დასრულდება.

ამის შესახებ ცვლილება გორის მერიასა და კომპანიას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში შევიდა.

სამუშაოები 2023 წლის 23 მარტს უნდა დასრულდებულიყო. ხელშეკრულება 2022 წლის 20 დეკემბერს გაფორმდა. სამუშაოები 3 დღეში უნდა დაწყებულიყო და 60 დღეში, ანუ 2023 წლის 23 მარტს უნდა დასრულებულიყო.

თუმცა, გურამიშვილის ქუჩის ტროტუარები დღეს ასე გამოიყურება.

კომპანია ,,ბილდკინგსს'' ამინდების გაუარესების მიზეზით, ასევე იმ მიზეზით, სამუშაოები ორი კვირის დაგვიანებით დაიწყო. ვადა 31 მაისამდე გადაუწიეს.

კიდევ ერთი დეტალი. საფეხმავლო სივრცის მოწყობის სამუშაოები 23 დღის დაგვიანებით დაიწყო, თუმცა გორის მერიას ამასთან დაკავშირებით პრეტენზია არ გამოუხატავს, მაშინ, როდესაც ანტონოვის ქუჩაზე, საგზაო კომპანიას 10-დღიანი დაგვიანებისთვის, ხელშეკრულება გაუწყვიტეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები