ახალი ამბები
ცხინვალში ''გაის'' ინსპექტორებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
ცხინვალი-ჯავის გზაზე საგზაო ინსეპქციის, ''გაის'' თანამშრომლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის შს სამინისტრო ავრცელებს.

პრესსამსახურის ცნობით, შემთხვევა 28 მარტს, დაახლოებით 23:15 საათზე მოხდა.

ამავე ცნობის მიხედვით, საგზაო ინსპექციის პუნქტთან მივიდა ავტომობილი "ვაზ 2114", რომელშიც ცხინვალში მცხოვრები ოთხი ადამიანი იმყოფებოდა.

,,ორი მათგანი მივიდა პოსტზე მყოფ მილიციელებთან და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ასევე სხეულის დაზიანებები მიაყენეს ერთ-ერთ ინსპექტორს", - ნათქვამია ცნობაში.

ოსური მედიის ცნობით, დაკავებულებიდან სამი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები