ახალი ამბები
გორში კომერციული ობიექტისთვის ისტორიული უბნის გადათხრა დაიწყო
გორისციხის უბანში ენერგო-პრო ჯორჯიას წარმომადგენელმა მიწის თხრა დაიწყეს. როგორც ისინი აცხადებენ, დაახლოებით ნახევარკილომეტრ მანძილზე დიდი სიმძლავრის ელექტროხაზი უნდა გაიყვანონ.

ტრანსფორმატორიდან კომერციულ ობიექტამდე ახალ სადენებს მიწის ქვეშ, სპეციალური მოწყობილობით დაამონტაჟებენ.

სამუშაოები 29 აპრილამდე უნდა დასრულდეს. სადენები კომპანია ,,ვაკას'' ობიექტებამდე'' მიაღწევს. კომპანია ,,ვაკას'' წარმომადგენლები,  ,,გორიინნის'' მფლობელებთან ახლოკავშირში არიან.



როგორც მოსახლეობის ნაწილი აცხადებს, სამუშაოები ადგილობრივებთან შეთანხმების გარეშე ხორციელდება.

,,პრეტენზია გვაქვს მერიის გაცემულ ნებართვაზე. არ გამოიკვლიეს ჩვენს გვერდით არსებული ტრანსფორმატორის სიმძლავრე. ისედაც სულ ითიშება და ბათქა-ბუთქია. ვერ გაუძლებს დატვირთვას. ჩვენ ველოდით, რომ საერთოდ აიღებდნენ ამ ტრანსფორმატორს, მაგრამ ახალი აბონენტს ამატებენ'' - აცხადებენ ისინი.



ენერგო პროჯორჯიას წარმომადგენელს ხელთ აქვთ გორის მერიისა და საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის, დავით ჯაშაშვილის მიერ გაცემული ნებართვა. პატრულის წარმომადგენელი წერს, რომ სამუშაოების შესრულების უფლება აქვთ, თუკი გზა ნაწილობრივ შეიზღუდება.

გორის მერია წერს, რომ შეთანხმება უნდა მოხდეს იმ მიწის მესაკუთრეებთან, ვისთანაც ახალი ელგადამცემი ხაზი გაივლის.

,,ჯერ იყო და მთელი სახელისუფლო რესურსი გორინნის გასალამაზებლად იხარჯება, ამჯერადად, ამ ჯგუფის ბიზნესისთვის თხრიან ისტორიულ უბანს. ეს ტრანსფორმატორი რომ აფეთქდეს, ვინ აგებს პასუხს'' - ამბობენ ადგილობრივები.


Print

სტატიის გამოყენების პირობები