ახალი ამბები
შიდა ქართლში არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ფაქტზე მამაკაცს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს
შიდა ქართლში არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილ სექსუალური ძალადობის ფაქტზე მამაკაცს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 25 მარტს, ბრალდებულმა წინასწარი შეცნობით 14 წლის არასრულწლოვნის მიმართ, მისი უმწეობის გამოყენებით, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებები განახორციელა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 28 მარტს დააკავეს.

,,მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, ჩადენილი დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თერთმეტიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.'' - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები