ახალი ამბები
ახალგორი-ცხინვალის გზაზე ავარია მოხდა - დაიღუპა ახალგორის მილიციის უფროსი
ახალგორი-ცხინვალის გზაზე მომხდარ ავარიისას ახალგორის მილიციის უფროსი დაიღუპა.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.

დაღუპულია ლაშა თუაევი. ავტომანქანაში კიდევ ერთი მგზავრი იჯდა და დაშავდა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ავტოსაგზაო შემთხვევა ახალგორის რაიონის სოფელ ზახორის სიახლოვეს მოხდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები