,,урожаюшка'' და ,,мяты'' - სააღდგომო ნობათი გორში ბიზნესმენებისგან
გორში სოციალურად დაუცველებს სააღდგომო ნობათი გაუგზავნეს.

მერიის ცნობით, საჩუქრები კერძო ბიზნესმენებმა მოამზადეს 300 სოციალურად დაუცველებისთვის.

მათ შორის, აღმოჩნდა სასტუმრო "გორი ინნი". ,,ინნის'' ადმინისტრაციის განცხადებით, მათი 119 ოჯახისთვის გაამზადეს.

,,სასტუმროში 119 სხვადასხვა კატეგორიის ნომერია, ამიტომ სიმბოლურად 119 ოჯახისთვის მომზადდა სასაჩუქრე ყუთები.'' - აღნიშნულია ,,გორი ინნის'' განცხადებაში. ამ სასტუმროს ერთ-ერთი მფლობელი ხიდისთაველი მილიონერი ვახტანგ კარიჭაშვილია.

რაც შეეხება დანარჩენ ყურთებს, მათი წარმომავლობა უცნობია.

"ღონისძიება საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობით დაიგეგმა. გორის მუნიციპალიტეტის მერიის სახელით მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ორგანიზაციას, რომელმაც მხარი დაუჭირა მერიის ინიციატივას და აქტიურად ჩაერთო ამ კეთილი საქმის განხორციელებაში." - გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი.'' - აღნიშნულია მერის განცხადებაში.

Print

სტატიის გამოყენების პირობები