ახალი ამბები
გორი-ხაშურის გზაზე პატრულმა გამოავლინა მძღოლი, რომელსაც აკრძალული ჰქონდა მანქანის მართვა
სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის გამო ხაშურელ მამაკაცს ბრალი წაუყენეს.

ის გორის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მაშინ შეაჩერეს, როდესაც მანქანის მართვა აკრძალული ჰქონდა.

პროკურატურამ მძღოლის მიმართ სისხლის სამართლის საქმე 381-ე მუხლის პირველი ნაწილით აღძრა, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე ანდა ჯარიმით, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე.

საქმის განხილვა გორის სასამართლოში 30 მარტს დაიწყო.

Print

სტატიის გამოყენების პირობები