ახალი ამბები
გორის 20-ზე მეტ სოფელში მიწის უფასო რეგისტრაცია 2023 წელს განხორციელდება
2023 წელს მიწის სისტემური, ანუ უფასო რეგისტრაცია, გორის 20-ზე მეტ სოფელში დაიწყება.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, სამუშაოები ამჟამად უკვე მიმდინარეობს სოფელ ძევერაში.

თვეების მიხედვით განრიგი ასეთია
:


ძევერა 2022 აპრილი
საყავრე 2023 ივნისი
ატენი 2023 ივლისი

ხიდისთავი 2023 სექტემბერი
სკრა 2023 სექტემბერი
ბოშური 2023 სექტემბერი
მღებრიანი 2023 სექტემბერი

მეჯვრისხევი 2023 ოქტომბერი
ზეღდულეთი 2023 ოქტომბერი
შავშვები 2023 ოქტომბერი
ქვახვრელი 2023 ოქტომბერი

ტინისხიდი 2022 ნოემბერი
გორი 2023 ნოემბერი
ბერბუკი 2023 ნოემბერი

ტყვიავი 2023 დეკემბერი
ტირძნისი 2023 დეკემბერი
დიცი 2023 დეკემბერი
მერეთი 2023 დეკემბერი
ახალუბანი 2023 დეკემბერი
კარალეთი 2023 დეკემბერი
ნიქოზი 2023 დეკემბერი
შინდისი 2023 დეკემბერი
ვარიანი 2023 დეკემბერი.

იხ. ლინკი

მიწის უფასო რეგისტრაცია სახელმწიფომ 2022 წელს დაიწყო და მთელი ქვეყნის მასშტაბით 2024 წელში უნდა დასრულდეს. უფასო რეგისტრაცია ეხება როგორც სოფლებს, ასევე ქალაქ გორს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები